IAFAD.GE | იყიდეთ ყველაზე იაფად | საყოფაცხოვრებო ტექნიკის ონლაინ მაღაზია
დაგვიკავშირდით
0(32) 242 08 20
+995(593) 99 55 36
ხშირად დასმული კითხვები
როგორ შევიძინოთ ჩვენთვის სასურველი აქციის მომსახურება თუ პროდუქტი?
სასურველი მომსახურების/პროდუქციის შესაძენად აუცილებელია გადახვიდეთ თქვენთვის სასურველ აქციაზე, დააჭიროთ შეძენას და მიყვეთ მოცემულ ინსტრუქციას.
როგორ გავიარო საიტზე რეგისტრაცია???
რეგისტრაციის გასავლელად მიყევით ბმულს http://iafad.ge/regist/ , ან მთავარ გვერდზე მაღლა მარჯვენა კუთხეში მოძებნეთ რეგიტრაცია, გადადით ბმულზე და შეავსეთ აქ წარმოდგენილი ყველა ველი, შემდეგ დააჭირეთ ღილაკს რეგისტრაცია, რეგისტრაციის გავლამდე აუცილებლად გაეცანით ბმულს "გამოყენების წესები" http://iafad.ge/article/offer/ .
საიტის წესები და პირობები
გამოყენების წესები და პირობები თქვენ ვალდებული ხართ ფასდაკლების/აქციის შეძენამდე გაეცნოთ მიმდინარე წესებს. ვებ-გვერდის ნებისმიერი მომსახურებით სარგებლობისას, რეგისტრაციისას და ასევე სიახლების ელ-ფოსტითა თუ სმს-ის მეშვეობით გამოწერისას, თქვენ ეთახმებით ქვემოთ მოცემულ წესებს, რომლებიც არეგულირებს თქვენს მიერ ვებ-გვერდითა და ჩვენს მიერ შემოთავაზებული მომსახურებით სარგებლობას. იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ ეთანხმებით საიტის გამოყენების წესებს, გთხოვთ დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ ვებ-გვერდით სარგებლობა ან დატოვოთ ვებ გვერდი. იაფად.ჯი-ს ადმინისტრაცია უფლებამოსილია შეიტანოს ცვლიბები აღნიშნულ წესებში და პირობებში მისი სურვილისამებრ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით. ჩვენი ვებ-გვერდის მომსახურების პირობებით სარგებლობა: ვებ-გვერდით სარგებლობის უფლება აქვს ყველა პირს რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: შეგისრულად 18 წელი. შეგიძლიათ ნებისმიერი აქციის შეძენა; ვებ-გვერდით სარგებლობისათვის სავალდებულოა სარეგისტრაციო პროცედურის გავლა (რეგისტრაცია საიტზე). სარეგისტრაციო ფორმაში სავალდებულოა ნამდვილი მონაცემების მითითება (სახელი, გვარი, ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომერი). ელ-ფოსტის დადასტურება ნებისმიერი აქციის შეძენისას და ამისათვის სავალდებული რეგისტრაციისას საჭიროა შეავსოთ ყველა ველი ზუსტი და უტყუარი ინფორმაციით; თქვენ სრულად ხართ პასუხისმგებელი თქვენი, როგორც ვებ-გვერდის მომხმარებლის, პირად ანგარიშზე, და ყველა იმ აქტივობაზე, რამელიც ხორციელდება თქვენი ანგარიშით ვებ-გვერდზე; პასუხისმგებლობას იღებთ საკუთარი სარეგისტრაციო მონაცემების უსაფრთხოდ შენახვაზე (ელ. ფოსტა, პაროლი და სხვა ნებისმიერი სარეგისტრაციო მონაცემების მესამე პირზე გადაცემა კატეგორიულად აკრძალულია); იკრძალება ტექნიკური დახმარების სამსახურში სხვისი სახელით მიმართვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვებ-გვერდის ადმინისტრაცია უფლებამოსილია უარი გითხრათ მომსახურებაზე, ასევე აკრძალულია საკუთარი თავის სხვა მომხმარებლად გაცნობა. სხვისი ელ-ფოსტის ან ტელეფონის ნომრის გამოყენება; პირადი ბალანსის შევსებისას ვალდებულებას იღებთ უზრუნველყოთ თქვენი პირადი მონაცემების უსაფრთხოება ( პლასტიკური ბარათის ნომერი, მოქმედების ვადა, CVC2 კოდი, ბარათის მფლობელის სახელი და გვარი) ბალანსზე ჩარიცხული თანხა გამოტანა/დაბრუნებას არ ექვემდებარება არანაირი სახით. მისი გახარჯვა შესაძლებელია მხოლოდ საიტზე არსებული შეთავაზებების შეძენით; რეგისტრაციის პროცედურის გავლის შემდეგ თქვენ გეძლევათ საშუალება თქვენს პირად კაბინეტში მართოთ თქვენს მიერ შეძენილი აქციები/კუპონები.გარდა ამისა პირად კაბინეტში მოგეცემათ პირადი მონაცემების რედაქტირების შესაძლებლობა. თქვენ ეთანხმებით მიიღოთ თქვენს მიერ მითითებულ ელ-ფოსტასა და მობილურ ტელეფონზე ინფორმაცია ახალი ფასდაკლებებისა თუ აქციების შესახებ. უფლებამოსილი ხართ რეგისტრაციის პროცესის დასრულების შემდეგ უარი თქვათ სიახლეების გამოწერაზე. ფასდაკლებისა თუ აქციის, მომსახურების ხარისხზე პასუხისმგებელია პროვაიდერი კომპანია (საუბარია კომპანიაზე რომელმაც განათავსა აქცია/ფასდაკლება ჩვენს ვებ-გვერდზე) მომსახურების უხარისხოდ მიღების შემთხვევაში, ვალდებული ხართ დაუყოვნებლივ აცნობოთ ვებ-გვერდის ადმინისტრაციას ტელეფონის მეშვეობით (სახლის ტელეფონიდან: 242 08 20, მობულური ტელეფონიდან : 032 242 08 20: 579 03 31 41) ან საკონტაქტო ფორმის მეშვეობით ადგილზე მიტანის სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, ვალდებული ხართ პროვაიდერ კომპანიას ზუსტად შეატყობინოთ ადრესატის სახელი და გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და მისამართი. აკრძალულია ვებ-გვერდზე განთავსებული – ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება მასზე ბმულის მითითების გარეშე ან წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე; ვებ-გვერდის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, ყველა სხვა შემთხვევაში ვებ-გვერდის ადმინისტრაცია მიიღებს შესაბამის ზომებს; კუპონის მესამე პირზე მიყიდვა აკრძალულია, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეუძინოთ კუპონი მეგობარსა თუ ოჯახის წევრს;